23 მარტს, თბილისში, სასტუმროში „ბილტმორი“, საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის პარტნიორობის ფარგლებში, 100 მეწარმე ქალის მხარდასაჭერად მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი ჩატარდება.
შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები განიხილება, როგორებიცაა: შრომითი ხელშეკრულებების პრობლემური ასპექტები, 2024-2025 წლებში საგადასახადო კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები, სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი, მოლაპარაკებები და სხვა.
სიმპოზიუმის სპიკერები იქნებიან: ნინო ლიპარტია – ადვოკატი, პროფესორი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე; მარიეტა მაჭარაშვილი – ბიზნეს ტრენერი, Acc ICF; ეკა რუხაძე – აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის G-Roi მმართველი პარტნიორი. ლალი ბადრიძე – მსოფლიო პოზიტიური და ტრანსკულტურული აკადემიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქალთა კლუბის დამფუძნებელი, წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიის ლექტორი, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი.
ღონისძიებაზე მეწარმეებს აუდიტორული, ბუღალტრული და იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების უსასყიდლოდ მიღების საშუალება ექნებათ.
ამავე დღეს გაიმართება მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.
სიმპოზიუმზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 მარტი. რეგისტრაცია შესაძლებელია აქ.
ცნობისთვის, საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია 100 მეწარმე ქალის მხარდაჭერის პროექტს 2020 წლიდან ახორციელებს.