შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.