LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„23 წლის კარინა რამდენიმე საათი აწამეს, გააუპატიურეს, მოკლეს და ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს… ცხედარი სამარხში იპოვეს“ – რას წერს ჟურნალისტი, ქეთი ქარდავა ბუჩაში რუსი აგრესორების მიერ მოკლულ გოგოზე

1207
კარინა

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში რუსი აგრესორების მიერ ნაწამები 23 წლის გოგოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს:

„ბუჩა. 23 წლის კარინა იერშოვა რუსმა აგრესორებმა გაიტაცეს, რამდენიმე საათი აწამებდნენ, გააუპატიურეს, მოკლეს და ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს. მშობლები და მეგობრები კარინას 3 კვირა ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი სამარხში იპოვეს.

კარინასთან ერთად, 500 ადამიანი იყო დამარხული. რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ანასტასია და იულია. ისინი მოხალისეები იყვნენ. აგრესორებმა ბუჩაში გააუპატიურეს 18 წლის ნატაშა. ფრჩხილები დააცალეს და დაწვეს. დღეს ლვოვში 5 ადამიანი დაიღუპა…“– წერს ჟურნალისტი „ფეისბუქზე.“

ლვოვში, სარაკეტო დარტყმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g