ლვოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია – ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ლვოვში რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სამი დარტყმა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ერთი კი ავტოსახელოსნოზე.
მარიუპოლი აღარ არსებობს…ქალაქში ვითარება შემზარავი და გულსატკენია: დმიტრო კულება
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.