23 წლის მარიამ ბარდაველიძეს სასწრაფოდ სჭირდება ფინანსური დახმარება. მას მცირე ხნის წინ დაუდგინეს მწვავე მელიოიდური ლეიკემია ბლასტების სიმწიფით, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში გადაყვანა ორივე ფილტვის მწვავე ანთების გამო. რეანიმაციაში მოთავსებიდან მეორე დილას, ვინაიდან ორგანიზმი ვერ მოერია არსებულ სიტუაციას, საჭირო გახდა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანა.
როგორც ოჯახის ახლობლები წერენ, ამ ეტაპზე მთავარია, პაციენტმა რაც შეიძლება მალე დაძლიოს ეს მდგომარეობა და დაიწყოს მკურნალობა, რისთვისაც საჭიროა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, რაც დიდ თანხებს უკავშირდება.
ყველას, ვისაც სურვილი გაუჩნდება, რომ მარიამს დაეხმაროს, თანხის ჩარიცხვა შეუძლია შემდეგ ანგარიშებზე:
ლიბერთი ბანკი #GE79LB0711101634410440
აზა მემანიშვილი.
საქართველოს ბანკი #GE55BG0000000900551700
ვეფხია ბარდაველიძე.
TBC ბანკი: #GE64TB7337945061100102
ვეფხია ბარდაველიძე