კომპანია Univision-მა ახლა აღმოაჩინა რეკლამა, რომელშიც მელანია ტრამპი 23 წლისაა, ის დამწყები მოდელია და ერთ-ერთი სლოვენიური ტანსაცმლის ბრენდისთვის, ამერიკის პრეზიდენტის როლს ასახიერებს. ეს რეკლამა ეკრანებზე 1993 წელს გადიოდა. ამ დროს ის მელანია კნავსის სახელით იყო ცნობილი. ის მოგვიანებით გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-ორკში, ხოლო 2005 წელს ამერიკის მომავალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაჰყვა ცოლად.
31 წლის წინანდელ რეკლამაში მელანია ასახიერებს ამერიკის პირველ პრეზიდენტ ქალს, რომლის თვითმფრინავი აეროპორტში ჯდება. რეკლამაში მელანიას ყავისფერი პლაშჩი აცვია, სწორედ ამ ბრენდს უწევს რეკლამირებას მელანია ძველ ვიდეოში.
ფოტო/ვიდეო: პრეზიდენტისა და პირველი ლედის სადღესასწაულო ცეკვა და ნაზი ამბორი – რა აცვია მელანიას