მეორე ვადით გაპრეზიდენტებული დონალდ ტრამპი მეუღლესთან, მელანიასთან ერთად ახალ წელს ფლორიდაში მდებარე ვილაში შეხვდა. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გრანდიოზული სადღესასწაულო ვახშამი მოაწყვეს, სადაც უამრავ ცნობილ სახეს ნახავდით. მათ შორის გახლდათ ტრამპის თანამოაზრე და ახლო მეგობარი, ილონ მასკი.
ამ დღეს მელანია „ვერსაჩეს“ თვალწარმტაც კაბაში იყო გამოწყობილი, დონალდს კი შავი კოსტიუმი ეცვა. საღამოს აშშ-ს პრეზიდენტის საკულტო ცეკვის გარეშე არ ჩაუვლია. წვეულებაზე გადაღებულმა სახალისო ვიდეოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა.
„პირველად მისცა ხმა“ – აშშ-ს „ექს“ და მომავალი პირველი ლედის, მელანია ტრამპის ფოტო „ინსტაგრამზე“