LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 წლის პიანისტი, რომელმაც ბარაკ ობამასთვის და ანგელა მერკელისთვის პერსონალურად დაუკრა (ფოტო)

371
george-lee-news-19

ჟურნალმა „ვაშინგტონ პოსტმა“ ჯორჯ ლი შეაფასა, როგორც პიანისტი, რომელსაც შეუძლია მთლიანად აკონტროლოს შესრულების პროცესი და ჩაწვდეს კომპოზიტორის ჩანაფიქრს.

ჯორჯ ლი 1995 წელს დაიბადა, მისი დებიუტი დიდ სცენაზე ბოსტონის სტეინვეი-ჰოლში შედგა, როდესაც ლი ჯერ მხოლოდ 10 წლის იყო.

2010 წელს ის პრესტიჟული კონკურსის Young Concert Artists-ის გამარჯვებული ხდება და მალევე, ბარაკ ობამასა და ანგელა მერკერის საპატივცემულოდ გამართულ კონცერტზე პერსონალურად უკრავს. მალევე ის ირვინ გილმორის პრემიის ლაურიატი ხდება.

ყველაზე ცნობილ გამოსვლებს შორის აღსანიშნავია მისი კონცერტი ლუცერნის სიმფონიურ ორკესტრთან, ასევე კოლაბორაცია შოტლანდიის ფილარმონიულ ორკესტრთან, სოლკონცერტები ლოს-ანჯელესში, ლონდონში, მიუნხენში, პარიზსა და ნიუ-იორკში.

ყველაზე ხშირად ის ,,მარინის თეატრის” სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავს. კამერულ მუსიკას კი ისეთ ვარსკვლავებთან ერთად ასრულებს, როგორებიც არიან ჯეიმს ენესი, ნოა ბენდიკს-ბალგი, ბენჟამენ ბეუილმანი, კიან სოლტანი და სხვები.

ჯორჯ ლის სადებიუტო ალბომი 2017 წელს გამოვიდა.

ჯორჯ ლი 9 სექტემბერს ,,წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის” საპატიო სტუმარია. 11 სექტემბერს მაყურებელი იხილავს მის კოლაბორაციას პინჩას ცუკერმანთან და ამანდა ფოსტიტან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g