LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 წლის ქართველი ბიჭი აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო კოლეჯის – Colgate University-ს 900 კურსდამთავრებულს შორის საუკეთესოდ დასახელდა

212
ნიკა ბუჯიაშვილი

„მთელი ქვეყანა რომ უნდა ამაყობდეს, ისეთი ამბავი უნდა გაგიზიაროთ“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსუდან ცხომელიძე წერს.

მისი თქმით 23 წლის ნიკა ბუჯიაშვილი აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო კოლეჯის, Colgate University-ს 900 კურსდამთავრებულს შორის საუკეთესოდ დასახელდა:

„გული ყელში მაქვს მობჯენილი… ჩვენი სანათესავო კი არა, მთელი ქვეყანა რომ უნდა ამაყობდეს, ისეთი ამბავი უნდა გაგიზიაროთ. ნიკა ბუჯიაშვილი, 23 წლის ქართველი ბიჭი, აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო კოლეჯის, Colgate University-ს 900 კურსდამთავრებულს შორის საუკეთესოდ დასახელდა!

ფიზიკა და კომპიუტერული მეცნიერებები რომ ისე ისწავლო, მთელ უნივერსიტეტში მეორე იყო შედეგით, წარმოგიდგენიათ, რა შრომა უნდა ჩადო?! 900 სტუდენტიდან დიპლომი პირველმა საქართველოს დროშამოხვეულმა ბიჭმა აიღო! ხელები მიკანკალებს ბედნიერებისგან! Nikoloz Bujiashvili გილოცავ, ნიკუშა!  

ეჭვიც არ მეპარებოდა, შენ ამას რომ შეძლებდი! მადლობა, იმ ბედნიერების და სიამაყის განცდისთვის, რაც გვაჩუქე! ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილიყოს და ამაზე მაღალი მწვერვალები დაგეპყროს! Nino Dzamashvili , George Bujiashvili წარმომიდგენია, თქვენს გულებში რა ხდება, გილოცავთ! Giorgi Sichinava თქვენ რომ არა, ეს სასწაული ვერ მოხდებოდა, მადლობა!!!

აი, ამ თაობის არის ეს ქვეყანა და ამას წინ ვერაფერი დაუდგება!“- წერს რუსუდან ცხომელიძე.

გული ყელში მაქვს მობჯენილი… ჩვენი სანათესაო კი არა, მთელი ქვეყანა რომ უნდა ამაყობდეს, ისეთი ამბავი უნდა გაგიზიაროთ….

Posted by Rusudan Tskhomelidze on კვირა, 19 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g