LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება – პარლამენტმა პროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა

184
სკოლა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა პროექტი, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება.

პროექტი 87-ხმით, ერთხმად მიიღეს.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს საგამონაკლისო რეგულაცია დაემატა, რომლის მიხედვით, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე – პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g