გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 652 472 -ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 648-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 632 842 -მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 16 783 პაციენტი.
ამ დრომდე:
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 359 ადამიანი.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 22 932, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 047, PCR ტესტით – 1 885.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,03%, ბოლო 14 დღის – 1,63%, ბოლო 7 დღის – 1,36%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 1 007-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.