„2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი, ვერაფრით გავიგე ზუსტი მიზეზი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელესახე, გიორგი გასვიანი წერს.
მსახიობი ამბობს, რომ ტკივილები მაშინ გაქრა, როდესაც მავნე ჩვევას, ელექტრო სიგარეტის მოწევას დაანება თავი:
„2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი, ვერაფრით გავიგე ზუსტი მიზეზი… არც შაკიკი, არც მიგრენა… ექიმებმა დაძაბულობის გამოაო.. 24/7-ზე მტკიოდა თავი! შემთხვევით აღმოვაჩინე მიზეზი: დავკარგე აიქოსის აპარატი, ახალი არ მიყიდია და რამდენიმე დღე დავანებე თავი აიქოსის მოწევას… უეცრად, თავის ტკივილები გაქრა და მივხვდი რომ მენთოლიანი აიქოსის ყოველდღე მოწევა მტანჯავდა 2-3 წელი! ყოველდღე ტკივილგამაყუჩებელს ვიღებდი! ამოვისუნთქე!“ – წერს მსახიობი და ტელესახე, გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.
2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი🤯 ვერაფრით გავიგე ზუსტი მიზეზი.. არც შაკიკი.. არ მიგრენა.. ექიმებმა დაძაბულობის…
Posted by Giorgi Gasviani on ოთხშაბათი, 07 იანვარი, 2026
