LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების მოხსნის დროს ალბათ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს – ბიძინა კულუმბეგოვი

391
images

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ რამდენიმე დღით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების მოხსნა რისკებს ქმნის. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

როგორც ექიმი აღნიშნავს, რომ შესაძლოა ამ დროს ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ მოიმატოს.

ახალი წელი სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს და ნათესავებს

„ამაზე იყო ბიზნესსექტორთან შეხვედრაზე საუბარი. ჯერ ადამიანებს არ უნდა ჩავაშხამოთ ახალი წლის დღეები და მეორეც, მთელი თვის გაყიდვების 50% ამ დღეებზე მოდის. ამ ტიპის შეზღუდვები მსოფლიომ არ იცის, კი იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, მაგრამ გვესმის, რომ ესეც მოცემულობაა. ალბათ, შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ არის ესეც კომპენსაცია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან, დამსაქმებელმა ხელფასი მისცენ. კომპრომისია სერიოზული, ბეწვის ხიდი, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ საზოგადოება არ დაზარალდეს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ახალი წელი შეზღუდვების გარეშე: ყველას მივცემთ შესაძლებლობას ვიზეიმოთ

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შეზღუდვები 2 თვეს – 1 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვები შემსუბუქედება.

ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები. გარდა ამისა, აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

დიდი რისკი იყო, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ვირუსი 3-4 ათასი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა – კულუმბეგოვი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g