კოვიდ 19-ის ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით 24 მილიონს აჭარბებს. ვირუსის დაფიქსირების რეკორდული მატებაა ინდოეთში. ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში 66 ათასზე მეტი დაინფიცირებული გამოიკვეთა.
მზარდია გამოჯანმრთელებულთა მდგომარეობა. მსოფლიო მასშთაბით კოვიდ 19 უკვე 16,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.
ბრაზილიაში კორონავირუსის 47 ათასამდე ახალ შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში პირველად ივნისის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში, სადაც ინფიცირების ათას 500-ზე მეტი და გარდაცვალების 24 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებში მდგომარეობა ჯერ ისევ რთულია – რუსეთში 120, სომხეთში 4, აზერბაიჯანში კი 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.