2021 წლის 24 ნოემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარდგება ცნობილი ქართველის ჯაზპიანისტი და კომპოზიტორი დინი ვირსალაძე თავის ბენდთან ერთად, რომლის წევრებიც არიან – მარიკო ებრალიძე (ვოკალი), ზაზა ცერცვაძე (დასარტყამი ინსტრუმენტები), დავით ჯაფარიძე (პერკუსია), ლევან დეისაძე (ბას გიტარა), ნიკოლოზ გაბაძე (ელექტრო გიტარა).
შესრულდება როგორც დინი ვირსალაძის ორიგინალური კომპოზიციები, ასევე პოპულარული ჯაზსტანდარტები.
პიანისტის საკონცერტო მოღვაწეობა დაიწყო 1993 წლიდან. მას შემდეგ იგი გამოდიოდა ჯაზკლუბებსა და საკონცერტო მოედნებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მონაწილეობდა ბევრ საერთაშორისო ჯაზფესტივალში, თანამშრომლობდა მრავალ სახელგანთქმულ მუსიკოსთან.
2003 წლიდან თბილისის ბიგ-ბენდის წევრია, ხოლო 2017 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტზე.