LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დინი ვირსალაძის ერთი ამბავი ლიკა ქავჟარაძეზე: „უცებ ლიკა წამოხტა, ჩვენ ამათ ყველას ფორას მივცემთო…“

195
ლიკა და დინი

დინი ვირსალაძე „შენი დილის“ ეთერში ლიქა ქავჟარაძესთან დაკავშირებულ საინტერესო ამბავს იხსენებს:

„ასეთი ისტორია გამახსენდა, როდესაც ვმუშაობდი მოდელად დიზაინერ მაკა ნაცვლიშვილთან. წელიწადი, წელიწადნახევარი ვმუშაობდი და გამოვდიოდი ჩვენებებზე. სხვათა შორის, ლიკა ქავჟარაძეც ამ პერიოდში ხშირად გამოდიოდაამ ჩვენებებზე. მერე ჩავთვალე, რომ ამოვწურე ეს ამბავი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ დროს მართმევდა, ჩემს სპეციალობას ვერ ვუთმობდი დიდ დროს. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ეს ამბავი დამემთავრებინა. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა. 10 წლის წინ დამიკავშირდა მაკა ნაცვლიშვილი, დიდი პაუზა მქონდა და ისევ უნდა გამოვჩნდე, მინდა, ჩვენება მოვაწყო და ძალიან მჭირდება შენი თანადგომა, ლიკა ქავჟარაძე უკვე დამთანხმდაო. მიმიწვია შეხვედრაზე. მივედი და ძალიან ბევრი ლამაზი ახალგაზრდა გოგონა დამხვდა, მოდელი, რომელიც მონაწილეობდა ამ ჩვენებაში. მაკას ვუთხარი, ჩემო კარგო, გაიხედ-გამოხედე, რა დროს ჩემი გამოსვლაა, 18 წლიდან დაწყებული, ერთი მეორეზე ლამაზი გოგონა მონაწილეობსო. უცებ ლიკა წამოხტა, რას ლაპარაკობ, ჩვენ ამათ ყველას ფორას მივცემთო. ეს ისტორია იმით არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ლიკა როგორ საოცრად გულწრფელი იყო, მეორე მხრივ კი, დღევანდელ სამყაროში, როცა ადამიანები გახდნენ ტანკები და ისე გააქვთ თავი, ალბათ,  საჭიროა, ცოტა თვითდაჯერებული უნდა იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები