მსახიობმა, ზაზა კოლელიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ გამორჩეული ქართველი მსახიობი, ლიკა ქავჟარაძე გაიხსენა.
გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, „ლიკა ქავჟარაძე ზაზა კოლელიშვილს ფარულად უყვარდაო“, მსახიობმა უპასუხა:
„როგორ შეიძლებოდა ფარულდ არ გყვარებოდა, სოსოს ღიად უყვარდა, ერთი წელი სოსოს უკან იჯდა ცხენის ზურგზე, გვიყვარდა.
ხვდებოდა ალბათ, ბავშვი იყო მაშინ და თან ვიცოდით, რომ შეყვარებული ჰყავდა…“ – იხსენებს ზაზა კოლელიშვილი.
