LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში რიშარ გალიანოს კონცერტი გაიმართება

91

24 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში საინტერესო მუსიკალური სინთეზის მომსწრენი გახვდებით. MARE NOSTRUM – ასე ჰქვია კონცერტს სამი ვირტუოზი შემსრულებლის მონაწილეობით. იტალიელი წარმოშობის ფრანგი აკორდეონისტი რიშარ გალიანო, რომელიც მეხუთედ სტუმრობს ჩვენს დედაქალაქს, ამჯერად საპატიო მისიით ჩამოდის, რათა ცნობილ ჯაზმუსკოსებთან – ბერჩიდას ჯაზფესტივალის (სარდინია, იტალია) სამხატვრო ხელმძღვანელთან, სახელგანთქმულ იტალიელ მესაყვირესთან პაოლო ფრეზუსთან და შვედ პიანისტ, ისტადის (Ystad) ჯაზფესტივალისა და კოპენჰაგენის ლეგენდარული ჯაზკლუბის Montmartre სამხატვრო ხელმძღვანელთან იან ლუნდგრენდთან ერთად წარადგინოს თბილისში მუსიკისა და ხელოვნების ახალი საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“.

აი, რას წერს „გარდიანი“ მათ შესახებ: „ჯაზმუსიკაში ტრიო ჩვეული მოვლენაა, თუმცა მსგავსი კომბინაცია – აკორდეონი, საყვირი და ფორტეპიანო – იშვიათია. ეს გვახსენებს ძველ გამონათქვამს, რომ ჯაზშემსრულებელთა გუნდში თქვენ ირჩევთ ადამიანს და არა ინსტრუმენტს, რადგან აქ სწორედ პიროვნებათა იმპროვიზაციული შესრულების მანერა ქმნის ამ ჰაეროვანი და უაღრესად მელოდიურ ალბომის ძირითად თარგს.”

თბილისური კონცერტის სასიამოვნო სიახლეა, რომ  ქართული ეთნოჯაზ ჯგუფი „ირიაო” კომპოზიტორ დავით მალაზონიას ორიგინალურ ნაწარმოებს შეასრულებს.

ფესტივალ „თბილისი რიტმის“ ორგანიზატორია კომპანია „თაგის არტი-მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g