LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ვირტუოზის კონცერტი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს

158

“თბილისი რიტმი” დღეს სამი ვირტუოზის, რიშარ გალიანოს, პაოლო ფრეზუსა და იან ლუნდგრენის ერთობლივი კონცერტით გაიხსნა. რუსთაველის თეატრის სცენაზე ისინი ქართველი მსმენელის წინაშე ჯაზურ პროექტს – Mare Nostrum წარადგენენ, რომელმაც დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა მუსიკალურ კრიტიკოსებს შორის.

კონცერტის მეორე ნაწილში მსმენელს სიურპრიზი ელოდება. უცხოელ მუსიკოსებთან ერთად წარდგება ჯგუფ “ირიაოს” ტრიო მიშო ჯავახიშვილის, ბუბა მურღულიასა და გაგა აბაშიძის შემადგენლობით. ისინი ერთად ორ კომპოზიციას შეასრულებენ, ერთი “ირიაოს” ხელმძღვანელს, დავით მალაზონიას ეკუთვნის, მეორე კი ძველი იავნანაა, რომლის ვერსიაც პიანისტ იან ლუნდგრენს ეკუთვნის.

ნინო მურღულია

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1799847400040081/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები