LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 ივნისს „თბილისი რიტმი“ ჰამილტონ დე ჰოლანდას და ანსამბლ „იბერის“ კონცერტს გვთავაზობს

168
იბერი

სოსო ლაღიძის სახელობის ფესტივალი „თბილი რიტმი“ 28 ივნისს მორიგ შესანიშნავ კონცერტს გვთავაზობს.

ლათინური  გრემის 3-გზის მფლობელი, ინსტრუმენტული ვირტუოზობით გამორჩეული, ჰამილტონ დე ჰოლანდა ბრაზილიელ  მუსიკოსებთან  პიანისტ სალომაო სოარესთან  და დრამერ  რენატო გალვაოსთან  ერთად, მარჯანიშვილის თეატრში, ფესტივალის ბოლო დღეს წარდგება მაყურებლის წინაშე.  მუსიკოსები პოპულარული ბრაზილიელი კომპოზიტორის, გიტარისტისა და პიანისტის,  ტომ ჟობიმის რჩეულ ნაწარმოებებს უახლესი არანჟირებით  შეასრულებენ. ვირტუოზ მუსიკოსებს,  რომელთა კონცერტებს  სხვადასხვა ქვეყნის წამყვან საკონცერტო დარბაზებში  მაყურებელი ყოველთვის ინტერესით ელის, ფესტივალის ფარგლებში საქართველო წელს პირველად უმასპინძლებს.

ვინტონ მარსალისი მის შესახებ ამბობდა: „ვფიქრობ, ის ეროვნული საგანძურია და  მასთან ერთად დაკვრა ჩემთვის დიდი პატივია. წარმოუდგენელი პარტნიორია. მასთან მუშაობა  ძალიან მარტივია, თითქოს ჰაერში დაფრინავ. შეიძლება, მუსიკაზე მუშაობა მიჭირდეს, მაგრამ  როგორც კი მასთან ერთად ვიწყებ დაკვრას, ყველაფერი მიადვილდება“.

ქართველი მსმენელისთვის 28 ივნისის კონცერტი განსაკუთრებული იქნება, რადგან ამავე საღამოს ქართული პოლიფონიური მუსიკის ცნობილი ანსამბლი „იბერი“  მრავალხმიან ქართულ სიმღერებს შეასრულებს. შედგება ერთობლივი მუსიკალური ნომერიც ჰამილტონ დე ჰოლანდას ტრიოსთან ერთად, რომელსაც მსმენელი განსაკუთრებულად ელოდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები