ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებას პროდიუსერი, ფესტივალ „თბილისი რიტმის“ დამფუძნებელი ანი ლაღიძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.
მან „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ბიზნესმენის ფოტო გამოაქვეყნა, სამძიმარი გამოხატა და მადლობა გადაუხადა.
„დიდი სული არასოდეს კვდება და მათი სიკეთე აგრძელებს სიცოცხლეს“. – აღნიშნულია ინგლისურენოვან წარწერაში.
„მეც ვუხდი მადლობას თემურ უგულავას იოლი ყოფილიყოს შენი გზა ცათა სასუფევლისაკენ“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ სთორიში.
„მეგონა მეორე დღეს დამითხოვდნენ სამსახურიდან… ერთი შენიშვნაც არ მოუცია, პირიქით… ღმერთმა ნათელში ამყოფოს“ – რა გაიხსენა თემურ უგულავაზე „ჰოლიდეი ინის“ პარკინგის ყოფილმა თანამშრომელმა
„მადლობა, ძვირფასო ადამიანო! მათ არ იცოდნენ, რომ ამ შთამბეჭდავი სურათის უკან ერთი ადამიანის სიკეთე იდგა… თემურის დაჭერა და მადლობის თქმა ყოველთვის რთული იყო“ – რა ამბავს იხსენებს რეზო გიგინეიშვილი თემურ უგულავაზე
ცნობისთვის, 22 ივნისს, 56 წლის ასაკში ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.
„კონვერტში იდო ზუსტად ის თანხა, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე..თვალით არ მინახავს ეს კაცი მას მერე…“ – რას წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თემურ უგულავაზე
„მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი, ძალიან მიჭირს, ოჯახს, მეგობრებს, მე, ქალაქს და ქვეყანას დაგვაკლდები ძალიან“ – ნინო ზამბახიძე თემურ უგულავას ემშვიდობება