სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ პარკინგის ყოფილი თანამშრომელი, წონის კლების ექსპერტი, სანდრო ჯიბლაძე გარდაცვლილ ბიზნესმენ, თემურ უგულავასთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას იხსენებს.
„ეს ბიჭი იყო ამ ქალაქის საოცრება, კეთილი ჯადოქარი! შენი სიჩუმეში გაკეთებული სიკეთეებით, იქაც თემურ უგულავა იქნები!“ – რა ამბავი გაიხსენა მაკა გიგინეიშვილმა თემურ უგულავაზე
საზოგადოება 56 წლის ასაკში გარდაცვლილ ბიზნესმენს, თემურ უგულავას ემშვიდობება.
„16 წლის რომ ვიყავი ვმუშაობდი სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ პარკინგზე ბუტკაში ვიჯექი და შემომსვლელ/გამსვლელ მანქანებს ვუღებდი კარს, ერთხელ ღამე იყო, გვიანი და გამაფრთხილეს თემური მოვა და ყურადღებით იყავიო, რომ მოვა გაუღეო შლაგბაუმი არ ალოდინოო. შუაღამე იყო ღამე ნათევი ვიყავი და რო არ გამოჩნდა, მეც ჩამეძინა და რომ გამომეღვიძა დავინახე თემური დგას თავის მანქანით შლაგბაუმთან მიყურებს და სიგნალიც კი არ მოუცია რომ გავეღვიძებინე, ცოტა ხანში დაცვა და თანამშრომლები გამოიქცნენ მორბოდნენ და მეძახდნენ გაუღეო, მეგონა მეორე დღეს დამითხოვდნენ სამსახურიდან… ერთი შენიშვნაც არ მოუცია, პირიქით მომესალმა რომ გადმოვიდა და წავიდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს…“ – წერს სანდრო ჯიბლაძე.
ცნობისთვის, 22 ივნისს, 56 წლის ასაკში ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.
„დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა…“ – ია ფარულავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
