საზოგადოება 56 წლის ასაკში გარდაცვლილ ბიზნესმენს, თემურ უგულავას ემშვიდობება.
სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი მასთან დაკავშირებულ არაერთ ამბავს იხსენებს.
„ახლა რომ კითხულობდე, ხალხი შენზე რას წერს, როგორი სიყვარულით გიხსენიებენ, როგორ ტირიან, ნეტავ რას იტყოდი…“ – რას იხსენებს ნინო ზამბახიძე თემურ უგულავაზე
„შენზე იმდენი მაქვს მოსაყოლი, იმდენი მოგონება, იმდენი ისტორია… ერთ დღეს აუცილებლად დავჯდები და ყველაფერს დავწერ“
ემოციურ სტატუსს ავრცელებს სოციალურ ქსელში მაკა გიგინეიშვილი და მისი ქველმოქმედების შესახებ წერს.
„დღეს თემურ უგულავას, გარდაცვალებამ , შეაზანზარა თბილისი.
დილიდან ვზივარ და ვფიქრობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სიკვდილისთვის ვინ ხარ , რა გაგიკეთებია, როგორი ადამიანი ხარ, ის მოდის დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას…
ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი
„პაემანი“.
ახლა ის დროა, როცა
თქმა სჯობს არა თქმასა!
თუმცა უკვე იმდენი დაიწერა ამ სიკეთის ბიჭზე,
მაგრამ
მე ჩემსას ვიტყვი!
დღეს შენი დღეა თემურ!
მახსოვს 22 ივნისს ხარ დაბადებული!
თუ ვცდები ,
მაინც შენი დღეა!
დღეიდან ჩემთვის პირადად ასე იყოფა ,
თბილისი -თემური უგულავასთან ერთად და უგულავას გარეშე!
წარმოუდგენელია მაგრამ ფაქტია!
ხშირად ვსტუმრობდი , როგორც ჟურნალისტი და როგორც „რძალიც”
თავად ასე მიღებდა,
ყოფილი მეუღლის მეგობარი იყო.
არასდროს შემხვედრია ასეთი უბრალო, ასეთი თავმდაბალი და ღირსეული ადამიანი. ასეთი ფაქიზი სულით. ადამიანთა „სულების“ მკითხველი.
არასდროს არავის არაფრის თქმა არ უნდოდა. მის კაბინეტში მჯდომს, ბევრჯერ მინახავს, როგორ ურეკავდნენ, მოდიოდნენ, ადამიანები..
არანაირი საუბარი!
-მან იცოდა,
რომ ყველას უპირობოდ უნდა დახმარებოდა!
ეს ბიჭი იყო ამ ქალაქის საოცრება,
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!
-კეთილი ჯადოქარი!
როცა ადამიანს არ ჰქონდა თანხა და ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა, დავურეკავდი!
-თემოო ჩემიანია..
პასუხი -ვინც გინდა იყოს , გამოუშვი!
რამდენს აჩუქა სიცოცხლე, რაც მე ვიცი.
სიტყვას არ ვამეტებ!
სიტყვას!
რამდენი ოპერაცია დაუფინანსებია და ჟურნალისტური წამოწყებები..
ამისთვის დღე არ მეყოფა, რომ ვწერო!
ვერ ვიხსენებ ადამიანს, ვისაც ამდენი აქვს გაკეთებული, თბილისისთვის, ადამიანებისთვის…
თემო!!
ახლა ვზივარ ოთახში და ვფიქრობ.. რომ
შენ ყველა ახლობელს მისი წილი ,
თემო აღარ ჰყავს!
შენ ხარ ის ადამიანი ვინც „შეუცვლელია”
მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა , რომ იყავი , სწორედ ისეთი როგორიც იყავი…
ზუსტად ვიცი, რომ ნახევარი თბილისი იქ პარალელურში , ჩაგიხუტებს გულში!
სახელი არ აქვს.. და
სიტყვები
უ~გულ -ავობას!
შენი სიჩუმეში გაკეთებული სიკეთეებით , იქაც თემურ უგულავა იქნები!
მერე, კი ოდესმე, როცა შევხვდებით.. შენებურად ჩაიღიმებ და იტყვი – ჩემებს აქ რა გინდათ! ???
შენი გზა დასრულდა.. შენი ხედვა, შენი საქმე გრძელდება!
მშვიდობით გენიოსო!“ – წერს გიგინეიშვილი.
„დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა…“ – ია ფარულავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
