LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა რომ კითხულობდე, ხალხი შენზე რას წერს, როგორი სიყვარულით გიხსენიებენ, როგორ ტირიან, ნეტავ რას იტყოდი…“ – რას იხსენებს ნინო ზამბახიძე თემურ უგულავაზე

2081
თემურ უგულავა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ბიზნესმენ თემურ უგულავას ემშვიდობება და მასთან დაკავშირებულ პირად მოგონებებს აქვეყნებს. ნინო ზამბახიძე იხსენებს ბიზნესმენის განსაკუთრებულ თავმდაბლობასა და მეგობრულ დამოკიდებულებას, რასაც იგი ყოველთვის იჩენდა საჯარო შექებისა თუ ყურადღების მიმართ.

ამასთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში თემურ უგულავას შესახებ არსებულ საინტერესო ისტორიებსა და მოგონებებს საზოგადოებას უფრო ვრცლად გაუზიარებს.

„როდესაც თემურზე, მის დაბადების დღეზე, ან მის რომელიმე პროექტზე აღფრთოვანებულ პოსტს ვწერდი, მაშინვე დამირეკავდა და მეტყოდა: ცაცულიკ, აუუ, მერიდება, რას წერო…😭

ახლა რომ კითხულობდე, ხალხი შენზე რას წერს, როგორი სიყვარულით გიხსენიებენ, როგორ ტირიან და ერთმანეთს უშენობას უსამძიმრებენ, ნეტავ რას იტყოდი…

შენზე იმდენი მაქვს მოსაყოლი, იმდენი მოგონება, იმდენი ისტორია… ერთ დღეს აუცილებლად დავჯდები და ყველაფერს დავწერ 💔

ცაცულიკ ♥️“, – წერს ნინო ზამბახიძე.

„დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა…“ – ია ფარულავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„კონვერტში იდო ზუსტად ის თანხა, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე..თვალით არ მინახავს ეს კაცი მას მერე…“ – რას წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თემურ უგულავაზე

„მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი, ძალიან მიჭირს, ოჯახს, მეგობრებს, მე, ქალაქს და ქვეყანას დაგვაკლდები ძალიან“ – ნინო ზამბახიძე თემურ უგულავას ემშვიდობება

ცნობისთვის, ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.

„მშვიდობით, ჩემთვის სამაგალითო ადამიანო. ძალიან განვიცდი, როცა ასეთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანები აკლდებიან საქართველოს“ – თემურ ჭყონიას სამძიმარი თემურ უგულავას ოჯახს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები