დღეს გახდა ცნობილი სამწუხარო ინფორმაცია 56 წლის ასაკში ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების შესახებ. ბიზნესმენს მეგობრები, ახლობლები და კოლეგები ემშვიდობებიან.
„დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა…“ – ია ფარულავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
სამძიმრის წერილს ავრცელებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია.
„მშვიდობით, ჩემთვის სამაგალითო ადამიანო. ძალიან განვიცდი, როცა ასეთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანები აკლდებიან საქართველოს. ღმერთმა ნათელში გამყოფოს. თემურ ჭყონია“, – ნათქვამია Coca-Cola Bottlers Georgia-ს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.
