LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თემურ უგულავა არის სინათლე, რომელიც ისევ გვიჩვენებს გზას, სწორედ ამიტომ სტამბის ეზოდან ცისკენ გავუშვით სხივი უსასრულობისკენ“ – რას წერს ბაია დავითაია

1817
თემურ უგულავა

თემურ უგულავას ხსოვნისადმი პატივსაცემად სასტუმრო სტამბიდან სინათლის სხივი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაია დავითაია ავრცელებს.

„თუ რომელიმე ქალაქს შეიძლება თემურის შინაგანი სამყარო შევადარო, ეს ნიუ-იორკია მუდმივ მოძრაობაში, თავისუფალი, მრავალფეროვანი, გაბედული, მომავლისკენ მიმართული.

სწორედ ამიტომ უყვარდა ის.

არა მხოლოდ როგორც ქალაქი, არამედ როგორც იდეა – უსაზღვრო შესაძლებლობებისა და თავისუფალი აზროვნების.

რა დასანანია , რომ სწორედ ამ ქალაქში დაგემშვიდობეთ.

მისი განსაკუთრებული თვისება იყო ის რომ არასოდეს ირჩევდა გაკვალულ გზას. ის თავად ქმნიდა გზას და მასზე საკუთარ, განუმეორებელ ნაკვალევს ტოვებდა.

მან შეძლო ჩვენი გაერთიანება იმ იდეის გარშემო, რასაც პროგრესი ჰქვია – თანამედროვეობის შეგრძნება, დროის მოსმენის უნარი და მოქმედების გამბედაობა. გვასწავლა, რომ მომავალი იქმნება მათ მიერ, ვისაც არ ეშინია ახალი გზების და გამოწვევების.

დღეს, როდესაც აღარ არის ჩვენთან, ის ისევ გვაერთიანებს, ამჯერად – მის მიმართ სიყვარული, მადლიერება და ის ღირებულებები, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის დატოვა. ის არის მიმართულება და სინათლე, რომელიც ისევ გვიჩვენებს გზას და სწორედ ამიტომ სტამბის ეზოდან ცისკენ გავუშვით სხივი უსასრულობისკენ.

მადლობელი ვარ იმ საუკეთესო 10 წლისთვის, რაც მასთან ერთად გავატარე და მადლობა ჩვენი ლუკასთვის“,- წერს ბაია დავითაია სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

„დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა…“ – ია ფარულავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი, ძალიან მიჭირს, ოჯახს, მეგობრებს, მე, ქალაქს და ქვეყანას დაგვაკლდები ძალიან“ – ნინო ზამბახიძე თემურ უგულავას ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები