სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირების თანასოფლელები გამოძიების ვერსიებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან. ამის შესახებ მათ დღეს “რუსთავი2”-თან ისაუბრეს.
“ეს ბავშვები რელიგიურები არიან. 24 საათს მეჩეთში ატარებენ და რომელ ტერორისტობაზეა საუბარი. რა სირია? რომელ ტერორისტობაზეა საუბარი. ჩემს ხელში გაიზარდნენ ესენი და მსგავსი რამ თავში აზრად არ მოუვიდოდათ,”- აცხადებს ფიქრია სულაკაური.
პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 5 პირი
შეგახსენებთ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცისას 5 პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადო და გეგმავდნენ ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.