მსახიობი თამარ ბუხნიკაშვილი ყოფილი მეუღლის, გურამ ჯაშის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს:
„ჩვენ ძალიან დიდი ხანია გავშორდით ერთმანეთს და ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა. უკვე 24 წელი გავიდა ჩვენი დაშორებიდან და რაც მორჩა, იმაზე საუბარი აღარ ღირს…
ორი შვილი და სამი შვილიშვილი გვყავს. მარიამსა და ანასტასიას შორის 10 წელია სხვაობა. მარიამისგან მყავს სამი შვილიშვილი.
თქვენს ქალიშვილებს შორის რატომ არის ამხელა ასაკობრივი სხვაობა?
1993 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში ვარ და სამუშაოს გამო მეორე შვილი გვიან გავაჩინე, წლები გამეპარა. სულ მინდოდა მეორე შვილი. რამხელა ბედნიერებაა, როცა დედმამიშვილი გყავს…“
