LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 წლის „Porsche”-ს საქარე მინა ახალი „მაკანის“ ფასი დაჯდა

284
porschenews13232

ჯონ სარქისიანმა, ავტოტუნინგისა და უნიკალური ავტომობილების მოყვარულმა, თავისი ბოლო პროექტი – 993 Speedster წარადგინა. ასეთი მოდელი მასობრივ წარმოებაში არასდროს ყოფილა და მხოლოდ ორ ეგზემპლარად არსებობს. სწორედ ამიტომ, სპიდსტერის ორიგინალი ნაწილები ძალიან ძვირი ღირს, მხოლოდ საქარე მინა 50 ათას დოლარადაა შეფასებული. შედარებისთვის ახალი Porsche Macan მხოლოდ 49,9 ათასი დოლარი ღირს.

ბლოგერმა სპიდსტერი 993 Cabriolet-ის ბაზაზე ააწყო. თუმცა, ამ ორ ავტომობილს ერთმანეთისგან განსხვავებული ძარები აქვთ და საქარე მინაც სხვადასხვა დახრილობით თავსდება. ყველა ამ დეტალის გამო ავტომოყვარულს ტუნინგი ძალიან ძვირი დაუჯდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g