გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსი 681-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 249 709-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში, გამოვლინდა ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა.
გარდაიცვალა 16 პაციენტი. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 194-ია.
კოვიდ-19-ის შესახებ სტატისტიკური მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა კვლევა 9 056 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 490, პისიარტესტით – 3 566.
გამოვლენილი 240 შემთხვევის გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა;
აჭარაში – 15;
იმერეთში – 37,;
ქვემო ქართლში – 19;
შიდა ქართლში – 21;
გურიაში – 3;
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 28;
კახეთში – 17;
მცხეთა-მთიანეთში – 6;
სამცხე-ჯავახეთში – 8;
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 422, საიდანაც: 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -1 321, აჭარაში – 186, იმერეთში – 499.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 569 პირი, მათ შორის, თბილისში – 252, აჭარაში – 46, იმერეთში – 147.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162 პირი, მათგან თბილისში – 121, აჭარაში – 4, იმერეთში – 16.
268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 -თბილისში, 81-აჭარაში, 11-იმერეთში.
2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-202, ხოლო აჭარაში – 123.
სულ 6 ოქტომბრიდან – 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-22 269 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში-9 715 პირი, აჭარაში-775, იმერეთში-1 538.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსი სულ გამოუვლინდა 258 351 ადამიანს.