LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – მიხეილ ცაგარელი

mikheil-cagareli

დღე მზის და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის და რადგან მზე დისციპლინირებული, ორგანიზებული და შეუპოვარი თხის რქის, მთვარე კი – მოსიყვარულე და მეგობრული ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, სწორედ ამ თვისებებს გამოავლენენ ადამიანები.

ენდეთ ინტუიციას და გამოცდილებას, არ ღირს დაუსრულებელ პროექტებზე დროის დახარჯვა, მით უფრო, რომ შესაძლოა საერთოდ განთავისუფლდეთ ძველი ვალდებულებებისგან. შეეცადეთ თავი დააღწიოთ სასიყვარულო პარტნიორის გავლენას, თუმცა, ნუ მოექცევით გულგრილად და უპასუხისმგებლოდ, რადგან ამგვარი მოქმედება მხოლოდ უსიამოვნებას გამოიწვევს და სეროზული კონფლიქტის მიზეზი გახდება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით გულს, ნუ ასწევთ სიმძიმეს, მეტი დაისვენეთ და მოერიდეთ გადატვირთვას. აუცილებლობის გარეშე არ ღირს ოპერაციის გაკეთება.

ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი თქვენს შარმს და მიმზიდველობას გააძლიერებს, ბრილიანტი, სერდოლიკი და ქარვა, სარდიონი და მთის ბროლი კი, უფრო მეტად მიიზიდავენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი სამსახურის მოსაძიებლად და დაწინაურებისთვის, მშენებლობის და რემონტის დასაწყებად, ტანსაცმლის, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის, ძვირფასეულობის და ლატარიის ბილეთების შესაძენად. მოერიდეთ მნიშვნელოვანი შეთანხმებების, ხელშეკრულებების გაფორმებას და საცხოვრებლის შეცვლას, თავი შეიკავეთ პრეტენზიების გამოთქმისა და ხელმძღვანელთა კრიტიკისგან, ნაკლებად სასიკეთო იქნება ნიშნობა და ქორწინება.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის, გარკვეული უსიამოვნებები ელის კირჩხიბს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g