LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„25-დღიანი კოშმარი დასრულდა… აქამდე მეგონა, ამერიკაში აღნიშნული იუბილე ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, წელს განსხვავებული 25 მაისი მაქვს… ზუსტად ვიცი, ღმერთი გამარჯვების გზაზე მიმავლებს, არ მიგვატოვებს“ – 4 წლის დათი ყაჯრიშვილი კლინიკიდან გაწერეს

489
თორნიკე ყაჯრიშვილი

ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი, რომლის შვილსაც ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ანემია განუვითარდა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ფეისბუკპოსტში წერს, რომ დღეს დასრულდა „25 დღიანი კოშმარი“ და 4 წლის დათიმ კლინიკა დატოვა.

როგორც ჟურნალისტის პოსტიდან ირკვევა, საავადმყოფოს დატოვება სიმბოლურად დაეთხვა მის იუბილეს.

როგორც თორნიკე ყაჯრიშვილი აღნიშნავს, წელს განსხვავებული 25 მაისია, რადგან მისი „ყველაზე დიდი საჩუქარი, მოტივაცია და მაცოცხლებელი ძალა“ –  დათი კლინიკიდან გაწერეს.

„ჩვენთან რა უნდოდა სიმსივნეს?! ბრძოლა დაწყებულია… მამ, ჩვენ გავხდებით სხვებისთვის მაგალითი, როგორ არ უნდა დანებდე, როგორ უნდა იბრძოლო და გაიმარჯვო!“ – 4 წლის დათი ყაჯრიშვილის მამა საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და ემოციურ მიმართვას ავრცელებს

„ყველა იმ ადამიანის გვერდში დგომას, ვინც ამ მძიმე წუთებში ბრძოლის ძალას გვაძლევენ, მე და დათი სიკეთით გადავუხდით. ეს მამისფერი სიზმარი არაა, ეს სინამდვილეა და ჩვენ გამარჯვებას რეალობად ვაქცევთ!“

„უცნაურად დაიწყო მაისი, დიდი განსაცდელით… პირველი რიცხვის შემდეგ, როდის თენდებოდა და ღამდებოდა, რა დღე, რა რიცხვი და საათი იყო, ყველაფერი ერთმანეთში მქონდა არეული… რეანიმაციაში, დათის საწოლთან მჯდომს, ერთი საათით რომ ჩამთვლემდა და გამომეღვიძებოდა, მეგონა რომ უკვე მეორე დღე იყო…  ასე გავიდა თითქმის მთელი თვე…

ორი დღით ადრე მეგობარს რომ არ შეეხსენებინა, საკუთარი დაბადების დღეც აღარ მახსოვდა.

2016 წელს, ამერიკაში პირველად რომ ვიმოგზაურე, იქ აღნიშნული იუბილე, აქამდე მეგონა, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო…

წელს განსხვავებული 25 მაისი მაქვს. დღევანდელმა დღემ, ყველა სხვა დანარჩენი გადაფარა და გააფერმკრთალა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეების მსგავსად, გუშინდელიც, დათისთან ერთად თეთრად გავათენე, მაინც ბედნიერი ვიყავი და ვარ. დღეს სახლში გამოვეწერეთ. 25 დღიანი კოშმარი, სწორედ 25 მაისს დასრულდა და ყველაფერი ცუდი წარსულს ჩავაბარეთ.

ყველაზე დიდი საჩუქარი, მოტივაცია და მაცოცხლებელი ძალა, ჩემი დათიკოა. ამ სამყაროში ერთადერთი და დიდი ნათელი წერტილი.

ზუსტად ვიცი, ვგრძნობ, რომ ღმერთიც ჩვენთან ერთადაა და გამარჯვების გზაზე მიმავლებს, არ მიგვატოვებს.

მადლობა ადამიანებო. მადლობა ყველაფრისთვის, გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის, კეთილი სურვილებისთვის. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და გვაძლიერებთ“, – წერს თორნიკე ყაჯრიშვილი.

უცნაურად დაიწყო მაისი, დიდი განსაცდელით… პირველი რიცხვის შემდეგ, როდის თენდებოდა და ღამდებოდა, რა დღე, რა რიცხვი და…

Posted by თორნიკე ყაჯრიშვილი on შაბათი, 25 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები