LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 ძვირადღირებული საათი, 259 სამკაული – მადრიდში პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა

150
ფორტუნა (28)

მადრიდში პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა. ესპანური მედიის ცნობით, გამოძიება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ სულ მცირე 14 სახლის ძარცვა. როგორც მედია წერს, ორგანიზაციას ე.წ. „კანონიერი ქურდები“ ხელმძღვანელობდნენ.

ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში 7 სახლი გაჩხრიკეს, საიდანაც ძვირად ღირებული სამკაულები, საათები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირად ღირებული ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა ნივთები ამოიღეს.

მათ შორის იყო 32 ძვირად ღირებული საათი და 259 სამკაული.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2022 წელს, მაშინ როდესაც პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ მადრიდში არსებული დაჯგუფების მიერ  სხვადასხვა რაიონში სახლები გაიძარცვა.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი სახლებს ძირითადად, ღამით, ან ზაფხულის არდადეგებზე ძარცვავდნენ, მაშინ როდესაც რწმუნდებოდნენ, რომ მათ მიერ ამორჩეულ ობიექტში არავინ ცხოვრობდა. ასევე სარგებლობდნენ შობისა და აღდგომის დღესასწაულებით, მაშინ როცა სახლის მეპატრონეები დასასვენებლად მიდიოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები