LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცოცხლის მოსპობის მუქარით, კაფე-ბარის სტუმარ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს“ – შსს-მ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

182
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს და 1976 წელს დაბადებული პირები დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს.

სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები