LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი დაკავება აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უკანონო და უსამართლო იყო – ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია

138
Untitled design (44)

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი თავისუფალია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ ალექსი პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო და საქმის განხილვა პირველ მაისსაა ჩანიშნული.

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

„რუსთაველის გამზირზე , პარლამენტის წინ არსებულ სიტუაციაში სრულიად მოულოდნელად, სრულიად გაუგებარ სიტუციაში მოხდა ჩემი დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტელევიზიის კადრებშია ასახული ჩემი მცდელობა, რომ სიტუაცია ნორმალიზებისკენ და მოწესრიგებისკენ ყოფილიყო მიმართული. ჩემი დაკავება აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უკანონო და უსამართლო იყო. ოქმის შედგენის და დაწერის პროცესში მონაწილეობდნენ სულ სხვა ადამიანები, რომლებიც საერთოდ, იქაც არ იყვნენ. იქ ვინც იყვნენ, უშუალოდ დამკავებლები, ამ დარბაზში არ იყვნენ“, – ამბობს პეტრიაშვილი.

ალექსი პეტრიაშვილი გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით – 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ბუკა პეტრიაშვილი დააკავეს

ფოტო: ტვ პირველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები