LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკოლოზი მარტო თავის მშობლების არა, ჩვენი ქვეყნის მომავალი იყო, შენს ღიმილს გაუმარჯოს ნიკოლოზ, შენს 18 წელს გაუმარჯოს“ – ბუკა პეტრიაშვილი ემოციურ სტატუსს გვიზიარებს

652
ნიკოლოზ ღუნაშვილი

„შენს ღიმილს გაუმარჯოს ნიკოლოზ, შენს 18 წელს გაუმარჯოს ნიკოლოზ,“ – წერს სოციალურ ქსელში ბუკა პეტრიაშვილი და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ ვერაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილი, მარტო თავის მშობლების არა, ჩვენი ქვეყნის მომავალი იყო.

„გუშინწინ შოთიკოსთან ვიყავი. იქვე ახლო-მახლოს ბევრი ადამიანი იდგა, მათ შორის ახალგაზრდები. ერთ-ერთი გამოეყო და მოვიდა ჩემთან ძალიან მოწიწებით. შოსთან ვმეგობრობდი და მერეც საერთო მეგობრების მეშვეობით სულ ვხვდებოდითო. ყოველთვის ასეთი იყოო, გამორჩეულად ყურადღებიანი და ხალისიანიო.

შენ ვისთან ხარ თქო რომ ვკითხე, მიპასუხა, ჩემი ძმაკაცის ნიკოლოზ ღუნაშვილის მეცხრე დღეაო. ისიც შოთიკოსავით თბილი მხიარული და ხალისიანი ბიჭი იყო

დღეს ნიკოლოზი 18 წლის გახდა, მაგრამ ვერ ზეიმობს თავის მშობლებთან მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად

მისი მკვლელი კი ზის ციხეში, მაგრამ მისი სიცოცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებელი ეს გამომპალი და ბოროტი სისტემაა.

არ არსებობს ნუგეშის სიტყვა: არ არსებობს ამ ტკივილის განკურნება; ისღა დაგვრჩენია, ამ ტკივილთან ერთად ვისწავლოთ ცხოვრება.

შოთიკოსგან დედაჩემის და მამაჩემისკენ რომ მივდივარ, გზად ჩემს ულამაზეს, ასევე მზაკვრულად მოკლულ ულამაზეს და ულაღეს მირიან კუკავას მივეფერები, მერე მომავლის ბიჭს ნიკოს დავხედავ კვარაცხელიას, იქვეა ნამდვილი ფერია მარიტა, ბევრია კიდევ, საუბედუროდ…

ნიკოლოზი მარტო თავის მშობლების არა, ჩვენი ქვეყნის მომავალი იყო. მომავალი, რომელსაც გვიკლავენ და ჩვენც თითქოს ვეგუებით ამ სიკვდილს, უბედურებიდან უბედურებამდე ვცხოვრობთ.

შენს ღიმილს გაუმარჯოს ნიკოლოზ, შენს 18 წელს გაუმარჯოს ნიკოლოზ,“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

„პირველი დაბადების დღე უშენოდ დე, ამ ღიმილის გამო დე?!“ – რას წერს ვერაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა

„რომ გავიგე 18 წელი შეგისრულდა ლოდად დამაწვა გულზე, ჩემი ნიკოს სიახლოვეს დაგიდია მარადიული ადგილსამყოფელი…“ – იზა ომაძე ნიკოლოზ ღუნაშვილს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები