ბუკა პეტრიაშვილის შვილიშვილი კიტა გაგუა იუბილარია.
ბიჭუნა 4 წლის გახდა. ამის შესახებ ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.
„ჩემს ბაბუკა კიტას ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია! ჩემი სიყვარულის, სიხარულის, სიამაყის და სიკეთის კაცია ჩემი კიტა!
სადარბაზოდან რომ გამოვდივართ, თავად ბაბუს მხრებზე მოკალათებული, ასე უნდა გამოვაცხადოთ (მოწონს ასე თვითონ და ტექსტიდან გადახვევებიც არ უყვარს, კიტა ლომი მოდის! მეზობლებო! ფისოებო და ცუგებო! მიესალმეეეეთ კიტა ლოოომს!
ლისის ტბაზე გატარებული ყოველი დღე ცალკე ისტორიაა! კიტას, ბებას და ბაბუს ზეიმია ყოველი შაბათი! ნებისმიერ ორ თუ ოთხ-თვლიან სატრანსპორტო საშუალებაზე მისი ამხედრება ეგრევე გურულებს ამერიკაში მოგაგონებთ.
ჩემი გულის მალამოა ჩემი შვილიშვილი კიტა! ჩემი განუყოფელი ნაწილია ჩემი შვილიშვილი კიტა გაგუა!
ჰოდა გაუმარჯოს 4 წლის კიტა გაგუას!
იხარე ბაბუ! იმარჯვე ბაბუ! იქროლე ბაბუ! იდღეგრძელე ბაბუ! მე შენთან ვარ, სანამ ვარ!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი.