LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წუხელ ადვოკატებმაც და სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც მოინახულეს – დაზიანებები არ არ აქვს. მაქსიმუმი ვადა, რაც შეიძლება გააჩერონ, 48 საათია“ – ბუკა პეტრიაშვილი კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება

165
ბუკა პეტრიაშვილი და ეკა მიშველაძე

გუშინ, პარლამენტთან ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი ბუკა პეტრიაშვილი კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

როგორც მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, ჯერ არ არის ცნობილი, როდის დატოვებს ის დაკავების იზოლატორს, გარდა ამისა, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა.

„წუხელ მოინახულეს ადვოკატებმაც და სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც. დაზიანებები არ არ აქვს. მაქსიმუმი ვადა, რაც შეიძლება გააჩერონ იზოლატორში, 48 საათია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ 24 საათშიც გამოუშვიათ [აქციებზე დაკავებულები]… ვნახოთ, ველოდები“, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

ბუკა პეტრიაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა პეტრიაშვილმა „სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა.“

ინფორმაციისთვის, ალექსი ბუკა პეტრიაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე … აქციები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ტარდებოდა და გაგრძელდება, არის უმნიშვნელოვანესი აქტი, სადაც ქართველი ხალხი ამ ქვეყნის ისტორიას წერს ” – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქციაზე

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

პოპულარულები