LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე … აქციები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ტარდებოდა და გაგრძელდება, არის უმნიშვნელოვანესი აქტი, სადაც ქართველი ხალხი ამ ქვეყნის ისტორიას წერს ” – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქციაზე

134
ხატია დეკანოიძე ანა ნაცვლიშვილი

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ის მოქალაქეები მივიდნენ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. აქციას პოლიტიკოსების ნაწილიც შეუერთდა.

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

ევროოპტიმისტების” დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი პროტესტი, რომელიც ეხება „რუსულ კანონს“:

 „თუ ხელისუფლება ამ კანონს მიიღებს, საკონსტიტუციო სივრციდან გავა. საქართველოს კონსტიტუციით ჩვენ დადგენილი გვაქვს, რომ საქართველო უნდა ესწრაფოდეს ევროინტეგრაციას, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს გამალებით სურს საქართველო რუსეთისკენ შემოაბრუნოს. ეს არის ის, რასაც ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში. იცით, ახალგაზრდებს ყოველდღე აქვთ აქციები. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე. ამ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა”- განაცხადა დეკანოიძემ.

აქციაზე იმყოფება „ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილიც, მისი შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის „ბარიერად არის აღმართული“ „ქართული ოცნება”:

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ქვეყანა რეალური რისკების წინაშე დგას, საშიშროება არის რეალური და ძალიან მძიმე. ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ ვითარებაში ქვეყანა დაიცვას, ეს ქართველი ხალხის მიერ თავისი გადაწყვეტილების, რომ ქართველი ხალხი ევროპას ირჩევს, მტკიცე და ურყევი დაფიქსირებაა. აქციები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ტარდებოდა და გაგრძელდება, არის უმნიშვნელოვანესი აქტი, სადაც ქართველი ხალხი ამ ქვეყნის ისტორიას წერს. ამ ქვეყნის ნამდვილ ისტორიას წერს, როდესაც ყველას, მოყვარეს თუ მტერს აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მან რუსული გზა აირჩია, ქართველი ხალხი ემიჯნება რუსულ კანონს, ხელისუფლების გზას და ის მკაფიოდ, მყარად ევროპულ არჩევანს იცავს. იმ არჩევანს, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს. ისეთი რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში. მხოლოდ ამ გზაზე ბარიერად არის აღმართული “ქართული ოცნება”, თავისი რუსული კანონით და რუსული კურსით. სიმართლის დაცვა ყოველთვის რთული იყო, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც სიმართლეს გამარჯვებამდე მიიყვანს” – განაცხადა დეპუტატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები