LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 ივნისი მუსიკის ისტორიაში – რა კავშირი აქვთ ამ თარიღთან ჯორჯ მაიკლს, მაიკლ ჯექსონსა და პრინსს?

170
maxresdefault

25 ივნისი მუსიკის ისტორიაში როგორც მნიშვნელოვანი, ისე ტრაგიკული მოვლენებით ჩაიწერა.

25 ივნისი ჯორჯ მაიკლის დაბადების დღეა. წელს, საკულტო არტისტი 61 წლის გახდებოდა. ის 2016 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. „25 დეკემბრის დილით, 53 წლის ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი – ჯორჯ მაიკლი, საკუთარ სახლში „მშვიდად გარდაიცვალა,“ – სწორედ ამ სიტყვებით ამცნეს მსოფლიოს მისი გარდაცვლება.

25 ივნისს, 50 წლის ასაკში, მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან წელს, 15 წელი გავიდა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად, პროპოფოლისა და ლორაზეპამის ჭარბი რაოდენობის მიღება დასახელდა. ,,პოპის მეფის” დასაფლავების ცერემონია პირდაპირ ტელეეთერში გადაიცემოდა. მას თვალს დაახლოებით მილიარდი ადამიანი ადევნებდა.

25 ივნისს, პრინსმა საკულტო ჩანაწერი – Purple Rain გამოუშვა. ლეგენდარულმა შემსრულებელმა მეექვსე სტუდიური და ამავე სახელწოდების მუსიკალური ფილმის საუნდტრეკ ალბომი მის ჯგუფთან – The Revolution ერთად, 1984 წელს წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები