LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულმა ფილმმა კინოგაქირავებაში ისტორიული რეკორდი მოხსნა და ,,ოპენჰაიმერსაც” აჯობა

146
photo-collage.png (33)

მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულმა ფილმმა კინოგაქირავებაში ისტორიული რეკორდი მოხსნა.

ცნობილი გახდა, რომ Michael-მა მსოფლიო მასშტაბით 977 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და გადაასწრო კრისტოფერ ნოლანის ,,ოსკაროსან” სურათს, „ოპენჰაიმერს“ ($975.8 მლნ), რითაც ოფიციალურად გახდა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ბიოპიკი.

აღსანიშნავია, რომ ფილმი უახლოვდება 1 მილიარდი დოლარის ზღვარს და მოსალოდნელია, რომ გახდება პირველი ბიოგრაფიული ფილმი კინოს ისტორიაში, რომელიც ამ ნიშნულს გადააბიჯებს.

ამასთან, მანამდე „მაიკლმა“ უკან ჩამოიტოვა ჯგუფ Queen-ისა და ფრედი მერკურის შესახებ გადაღებული ფილმი – „ბოჰემური რაფსოდია“ ($911 მლნ), რომელიც ყველაზე შემოსავლიან მუსიკალურ ბიოგრაფიად ითვლებოდა.

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკი ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმია – ,,მაიკლმა’” ,,ბოჰემურ რაფსოდიას” აჯობა

შეგახსენებთ, რომ რეჟისორ, ანტუან ფუკუას მიერ გადაღებულ ფილმში პოპ-მუსიკის მეფის როლს მისივე რეალური ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი ასრულებს. ფილმი ასახავს მაიკლის გზას ბავშვობიდან – ჯგუფიდან, Jackson 5 მსოფლიო აღიარებამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები