LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკი ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმია – ,,მაიკლმა'” ,,ბოჰემურ რაფსოდიას” აჯობა

187
8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით (3)

მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმი – Michael ოფიციალურად იქცა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან მუსიკალურ ბიოპიკად.

ანტუან ფუკუას რეჟისორობით გადაღებულმა ფილმმა მსოფლიო მასშტაბით, 911.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ფილმმა ამ ისტორიული რეკორდის დამყარება სულ რაღაც ორ თვეზე ნაკლებ დროში შეძლო.

,,მაიკლმა” უკან ჩამოიტოვა წინამორბედი რეკორდსმენი – 2018 წლის „ბოჰემური რაფსოდია“, რომელიც Queen-ისა და ფრედი მერკურის შესახებ მოგვითხრობს.

ამჟამად, ფილმი აქტიურად უახლოვდება 1 მილიარდიან ნიშნულს.

,,მაიკლი” კინოთეატრებში 24 აპრილს გამოვიდა და რეკორდი გამხსნელ უიკენდზეც მოხსნა.

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკის რეკორდული სტარტი – ფილმმა გამხსნელ უიკენდზე $217 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო

ცნობისთვის, რეზონანსული წარმატების გამო, Lionsgate-მა უკვე დაადასტურა, რომ მუშაობა მიმდინარეობს Michael-ის მეორე ნაწილზე, რომელიც არტისტის კარიერის შემდგომ, უფრო გვიანდელ ეტაპებს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები