LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„200 მილიონი დოლარის ბიუჯეტი შთამბეჭდავ კარაოკე შოუს ქმნის“ – ბიოგრაფიული ფილმის, Michael-ის პრემიერა და გამოხმაურებები

175
8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით (4)

„პოპის მეფის“, მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულ ახალი ბიოგრაფიული ფილმის, Michael პრემიერა შედგა. კინოსურათმა რეიტინგების პლატფორმა Rotten Tomatoes-ზე 35%-იანი შეფასება მიიღო.

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკის ახალი პოსტერები და საუნდტრეკის ალბომის სიმღერების სია გამოქვეყნდა

ფილმში ლეგენდარული არტისტის როლი ჯექსონის ძმისშვილმა, ჯაფარ ჯექსონმა შეასრულა. სიუჟეტი მუსიკოსის ცხოვრებას ასახავს, Jackson 5-ის პერიოდიდან მის ადრეულ სოლო კარიერამდე.

კრიტიკოსების აზრით, ფილმი ზედმეტად „გასუფთავებულ“ ნარატივს გვთავაზობს და მნიშვნელოვან, სადავო თემებს გვერდს უვლის. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ფილმში თითქმის არ არის განხილული ის ბრალდებები, რომლებიც წლების განმავლობაში ჯექსონის მიერ არასრულწლოვანების მიმართ არასათანადო ქცევას ეხება.

კინოკრიტიკოსმა, ბრაიან ვაინერმა ფილმი ასე შეაფასა:

„ნარატივი ზედმეტად მარტივია, გამოტოვებული მოვლენები კი მიუტევებელი, თუმცა 200 მილიონი დოლარის ბიუჯეტი შთამბეჭდავ კარაოკე შოუს ქმნის. 5-დან მხოლოდ 2 ვარსკვლავი ფილმს“.

აღსანიშნავია, რომ ჯექსონის ოჯახის ზოგიერთი წევრი დისტანცირებულია პროექტისგან. მომღერლის ქალიშვილი, პერის ჯექსონი საჯაროდ აკრიტიკებს ფილმს, ხოლო მაიკლის და, ჯანეტ ჯექსონი, ასევე არ ჩანს პროექტის მხარდამჭერთა შორის.

მსოფლიო პრემიერაზე, რომელიც ახლახან გაიმართა, ჯექსონის ვაჟები, პრინსი და ბლანკეტი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გამოჩნდნენ.

„თუ ახლა მეტყოდი, მაიკლ, შენ ვეღარასდროს ნახავ ბავშვებს, თავს მოვიკლავდი…“ – მედიაში მაიკლ ჯექსონის შოკისმომგვრელი ვიდეო ვრცელდება

მარლონ ბრანდო შესაძლოა, მაიკლ ჯექსონის ერთ-ერთი შვილის ბიოლოგიური მამა იყოს – ჰოლივუდში ახალი სკანდალი მწიფდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები