მაიკლ ჯექსონის უფროსმა ვაჟმა, პრინს ჯექსონმა, მამის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა და მას ემოციური ტექსტი დაურთო.
პოსტში 29 წლის პრინსი წერს: „მენატრები, იმედი მაქვს, ჩემს სიყვარულს გრძნობ“.
ცნობისთვის, პრინს ჯექსონი მომღერლის მეორე მეუღლის, ყოფილი მედდის, დებბი როუს შვილია. ჯექსონისა და როუს ქორწინება 1999 წელს დასრულდა. მათ ასევე ჰყავთ ქალიშვილი, პერის ჯექსონი, რომელიც ამჟამად 28 წლისაა.
მაიკლ ჯექსონის ყოფილი მეუღლის ცნობა შეუძლებელია – 67 წლის დები როუს იშვიათი გამოჩენა



