LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ბრაუნის ახალი ალბომის გარეკანი მაიკლ ჯექსონის Thriller-ის შთაგონებით შეიქმნა

130
photo-collage.png (8)

კრის ბრაუნმა მე-12 სტუდიური ალბომის, Brown გარეკანი წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ დისკის ყდა მაიკლ ჯექსონის საკულტო ალბომის – Thriller ქავერის ინსპირაციით შეიქმნა და ხაზს უსვამს ,,პოპის მეფის” უდიდეს გავლენას ბრაუნის შემოქმედებაზე.

ბრაუნს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჯექსონი მისი მთავარი შთაგონების წყაროა, ეს ქავერი კი სწორედ ლეგენდარული არტისტისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.

საინტერესოა ისიც, რომ ალბომის სახელწოდება – Brown იშიფრება, როგორც Break Rules Only When Necessary (,,დაარღვიე წესები მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია”).

ალბომი 27 ტრეკს გააერთიანებს, რომელთაგან უკვე გამოიცა სინგლები – Holy Blindfold, დუეტი ბრაისონ ტილერთან It Depends და Obvious.

ალბომი მოჰყვება კრის ბრაუნის 2023 წლის ნამუშევარს – 11:11 და გამოვა 8 მაისს, მომღერლის 37-ე დაბადების დღის (5 მაისი) შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები