LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკის რეკორდული სტარტი – ფილმმა გამხსნელ უიკენდზე $217 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო

176
download

მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის – Michael ჩვენებები, ძალიან წარმატებულად დაიწყო. ცნობილი გახდა, რომ ბიოპიკმა გამხსნელ უიკენდზე (24-26 აპრილი) მსოფლიო მასშტაბით, $217.4 მილიონი გამოიმუშავა.

შემოსავლების განაწილება:

  • ჩრდილოეთ ამერიკა (აშშ და კანადა): $97 მილიონი.
  • საერთაშორისო ბაზარი: $120.4 მილიონი. 

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მუსიკალური და ზოგადად აქამდე გამოსული ბიოპიკებისთვის ისტორიულია, რადგან ამ შედეგით კინოსურათმა დაამყარა რეკორდი, როგორც ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანმა ბიოგრაფიულმა ფილმმა პირველ უქმეებზე

ამასთან, ფილმმა შიდა კინოგაქირავებაში Opening Weekend-ზე გადაასწრო ისეთი მუსიკალური ბიოგრაფიული სურათების სადებიუტო შემოსავალს, როგორებიცაა: ,,პირდაპირ კომპტონიდან” ($60 მილიონი) და „ბოჰემური რაფსოდია“ ($51 მილიონი).

კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებების მიუხედავად, მაყურებელთა ინტერესი ფილმის მიმართ უკიდურესად მაღალია. თუ ფილმი უახლოესი პერიოდის განმავლობაში ამ ტემპს შეინარჩუნებს, მას აქვს შანსი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ბიოპიკი გახდეს.

უშუალოდ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ბიოპიკად ამ ეტაპზე „ოპენჰაიმერი“ რჩება, რომლის შემოსავალმაც $975.8 მილიონი შეადგინა.

ამჟამად, ,,მაიკლი” მუსიკალურ ბიოპიკებს შორის კონკურენციაშია ,,ბოჰემურ რაფსოდიასთან”, რომელიც $910.8 მილიონით, თემატური რეიტინგის ლიდერია.

ცნობისთვის, Michael-ის წარმოება $165-დან $200 მილიონამდე დაჯდა. ფილმი გადმოსცემს მაიკლ ჯექსონის ცხოვრებასა და კარიერას – დაბადებიდან მუსიკალურ დიდებამდე.

იმ ფონზე, როცა „მაიკლის“ ჩვენებები კინოთეატრებში ახლახან დაიწყო, მისი საბოლოო ფინანსური შედეგი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები