აშერი და კრის ბრაუნი ერთობლივ ტურნეს გამართავენ. The R&B Tour, ასევე დაანონსებული როგორც Raymond & Brown Tour 26 ივნისიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, ჩრდილოეთ ამერიკას მოიცავს. ტურნეს განმავლობაში მასშტაბურ სტადიონებზე, 33 კონცერტის ჩატარებაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ ტურნეს სახელწოდება მუსიკალურ ჟანრ – რიტმ-ენდ-ბლუზის, ასევე არტისტების გვარების – რეიმონდისა და ბრაუნის ერთგვარი კომბინაციაა.
როგორც ცნობილია ტურნეს საქველმოქმედო ხასიათიც ექნება, რადგან ყოველი გაყიდული ბილეთიდან 1 დოლარი ბავშვთა განათლების მხარდასაჭერად, FIFA Global Citizen Education Fund-ში გადაირიცხება.
ტურნეს ანონსს წინ უძღოდა სპეციალური ვიდეო-რგოლი, სადაც მუსიკოსები მოტოციკლებით გადაადგილდებიან, ბოლოს კი სავსე სტადიონის სცენაზე გადიან.
საგულისხმოა ისიც, რომ 8 მაისს, კრის ბრაუნი მე-12 სტუდიურ ალბომს – B.R.O.W.N. გამოუშვებს, რომლის ლიდ სინგლი – Obvious, 10 აპრილს წარადგინა.
ცნობისთვის, აშერი და კრის ბრაუნი ერთობლივად ტურნეს, პირველად გამართავენ.