LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშერი 2025 წელს კონცერტებს ევროპაში გამართავს

152
Untitled

თითქმის რვა წლიანი სოლო პაუზის შემდეგ, 9 თებერვალს, აშერმა მეცხრე სტუდიური ალბომი – Coming Home გამოუშვა. დისკი, რომელის რელიზიც ამერიკელი მომღერლის ,,სუპერბოულზე” პერფორმანსამდე ორი დღით ადრე შედგა, ისეთ არტისტებთან თანამშრომლობით შეიქმნა, როგორებიც არიან: Burna Boy, Summer Walker, 21 Savage, Latto, The-Dream, H.E.R., Pheelz და Jungkook.

ცნობილი გახდა, რომ ფირფიტის მხარდასაჭერად, 45 წლის R&B ლეგენდა ევროპის რამდენიმე ქალაქს, 2025-ში ესტუმრება.

Usher: Past Present Future – ამ სახელწოდების ტურნეს კონცერტებით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი 1-ელი აპრილიდან 29 მაისის ჩათვლით, ლონდონში, პარიზში, ამსტერდამსა და ბერლინში წარდგება.

ცნობისთვის, 2024-ში აშერის მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან, 30 წლის იუბილე აღინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები