კვირას, 25 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამები მასშტაბურ აქციას გამართავენ. აქცია 14:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.
„25 ნოემბერს არის თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღე და მის საპატივსაცემოდ ფართომასშტაბიან აქციას გავმართავთ. ვთხოვთ საზოგადოების წარმომადგენლებს, შვილმკვდარ მშობლებს დაგვიდგნენ გვერდით და შემოუერთდნენ ჩვენ მასშტაბურ აქციას,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
