მოგეხსენებათ, ჰოლივუდის ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილი, მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი იუბილეს ერთ დღეს ზეიმობენ. 25 სექტემბერს მაიკლი 81 წლის გახდა, კეტრინი კი 56.
მათ დაბადების დღე ტრადიციულად, ერთ-ერთ საყვარელ ადგილზე, გოლფის მოედანზე აღნიშნეს და ფოტოებიც გაავრცელეს.
„რა ბედნიერებაა, კიდევ ერთი წლის შენთან ერთად აღნიშვნა!“, – დაწერა მაიკლმა.
არ დააყოვნა კეტრინის მილოცვამაც რომელმაც საარქივო ფოტოები გაავრცელა და თბილი სიტყვებიც არ დაიშურა.
„უკეთესი ვერავინ წარმომიდგენია, ვისაც ამ დღეს გავუზიარებდი“, – განაცხადა ზეტა- ჯონსმა.
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსი არ დაშორებულეან – წყვილმა ზაფხულის შვებულება ბრიტანეთში გაატარა
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მედიაში ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. წყაროს ცნობით, 25 წლიანი ქორწინების შემდეგ, მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი განქორწინების ზღვარზე იმყოფებოდნენ. მედიაში გამოქვეყნდა დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ წყვილი ქონებას ყიდდა. მათ ბერმუდის კუნძულებზე არსებული საკუთრება გასაყიდად გამოიტანეს, ასევე ეძებდნენ მყიდველს ნიუ-იორკში მდებარე პენტჰაუზისთვის. გასაყიდად ასევე გამოტანილი იყო სახლი მაიორკაზე.
ასე რომ ჭორები მათი განშორების შესახებ საბოლოოდ გაქარწყლდა.
„დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებ“ – მაიკლ დუგლასი განცხადებას ავრცელებს